აშშ-ის კონგრესში „ჩრდილოეთის ნაკადი 2 “- ის წინააღმდეგ სანქციების დაწესების კანონპროექტი შევიდა
აშშ-ის კონგრესში „ჩრდილოეთის ნაკადი 2 “- ის წინააღმდეგ სანქციების დაწესების კანონპროექტი შევიდა

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში პროექტ „ჩრდილოეთის ნაკადი 2 “- ის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ კანონპროექტი შევიდა. ინფორმაციას რესპუბლიკელი სენატორი ჯონ ბარასო ავრცელებს.

„ისეთმა ქვეყნებმა, როგორიცაა გერმანია, რუსეთიდან ნაყიდი ბუნებრივი აირის მოცულობა უნდა შეამცირონ და არა პირიქით“, განაცხადა რესპუბლიკელმა სენატორმა ბარასომ

კანონპროექტში, რომელსაც „რუსული ენერგეტიკული აგრესიის შეჩერება ჰქვია, ნათქვამია, რომ სანქციები საშუალებას მისცემს ნატოს წევრ სახელმწიფოებს, თავი აარიდონ რუსეთისგან მომავალ პოლიტიკურ მანიპულაციებს.

შეგახსნებთ,  მილსადენის წინააღმდეგ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი გამოდის. მან ნატო-ს სამიტის მიმდინარეობისას განაცხადა, რომ გერმანია რუსეთის მძევალი გახდა.