აშშ-ის კონგრესმენთა დელეგაცია საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს შთამბეჭდავად აფასებს
აშშ-ის კონგრესმენთა დელეგაცია საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს შთამბეჭდავად აფასებს

აშშის კონგრესმენთა დელეგაცია წარმომადგენელთა პალატის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარე ბობ გუდლატის ხელმძღვანელობით, საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს შთამბეჭდავად აფასებს, – ამის შესახებ კონგრესმენებმა საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღევანდელი შეხვედრისას განაცხადეს. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

საუბრისას ხაზი გაესვა აშშსაქართველოს ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკას და აღინიშნა, რომ ამ მხრივ განსაკუთრებული იყო  2017 წელი, რომელიც მათ შორის მაღალი დონის ვიზიტებით გამოირჩეოდა.

პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობისთვის აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავება უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია და კონგრესს 2018 წლის ბიუჯეტის კანონში საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პუნქტების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს ორმხრივი სავაჭროეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაზე, მათ შორის შესაძლო თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების მნიშვნელობაზე.

პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მიესალმება მსხვილი ამერიკული კომპანიების ინვესტიციას ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განხორციელებაში.  

შეხვედრისას ყურადღება დაეთმო საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს.

გიორგი კვირიკაშვილმა კონგრესმენებს გააცნო საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმა, მათ შორის საგადასახადო რეფორმა და საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს შთამბეჭდავი პროგრესი.

კონგრესმენებმა საქართველოს მადლობა გადაუხადეს საერთაშორისო მისიებში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის და აღნიშნეს, რომ აშშის კონგრესი მზად არის, მომავალშიც განაგრძოს საქართველოს მხარდაჭერა ყველა მიმართულებით, მათ შორის სავაჭრო კავშირების გაღრმავებისა და თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებულ მოვლენებს.

საქართველოს პრემიერმინისტრმა ამერიკელ კონგრესმენებს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.