ამერიკის შეერთებული შტატებისა და კანადის საზღვარი კიდევ 30 დღე არ გაიხსნება. „გარდიანის“ ცნობით, ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ განაცხადა.
ორი ქვეყნის ლიდერების გადაწყვეტილებით, საზღვარი 21 ივნისამდე არ გაიხსნება.
აკრძალვა არ ეხებათ გადაუდებელი საჭიროების მქონე პირებს, მაგალითად მედპერსონალს, სატვირთო ავტომობილების მძღოლებს. ასევე, არ შეჩერდება წამლებისა და საკვები პროდუქტების ექსპორტ-იმპორტი.