აშშ-კანადის საზღვარი 21 ივნისამდე არ გაიხსნება

19:32, 19.05.2020

ამერიკის შეერთებული შტატებისა და კანადის საზღვარი კიდევ 30 დღე არ გაიხსნება. „გარდიანის“ ცნობით, ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ განაცხადა.

​ორი ქვეყნის ლიდერების გადაწყვეტილებით, საზღვარი 21 ივნისამდე არ გაიხსნება.

აკრძალვა არ ეხებათ გადაუდებელი საჭიროების მქონე პირებს, მაგალითად მედპერსონალს, სატვირთო ავტომობილების მძღოლებს. ასევე, არ შეჩერდება წამლებისა და საკვები პროდუქტების ექსპორტ-იმპორტი.

მსგავსი