აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ირანი ამერიკის წინააღმდეგ მასშტაბურ კიბერშეტევაში დაადანაშაულა
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ირანი ამერიკის წინააღმდეგ მასშტაბურ კიბერშეტევაში დაადანაშაულა

ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა ირანი ამერიკის წინააღმდეგ მასშტაბურ კიბერშეტევაში დაადანაშაულა და ირანის ცხრა მოქალაქეს ბრალი წაუყენა.

აშშ-ის გენერალური პროკურორის მოადგილე როდ როზენშტაინმა განაცხადა, რომ ამ პირებმა აშშ-ის წინააღმდეგ მასშტაბური კიბერშეტევა განახორციელეს. იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებით, ირანის 9 მოქალაქემ ჰაკერული თავდასხმის შედეგად 140 ამერიკული უნივერსიტეტიდან, 30 ამერიკული კომპანიიდან, ამერიკის მთავრობის სამი დეპარტამენტიდან და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაფინანსებული 176 უნივერსიტეტიდან, რომელიც სხვასხვა ქვეყანაში მდებარეობს, მონაცემები მოიპარეს.

ამერიკის შეერთებული შტატების გენერალური პროკურორის მოადგილის განცხადებით, კიბერშეტევის ფაქტი 2013 წელს დაფიქსირდა. გამოძიებამ ცხადყო, რომ მასშტაბური ჰაკერული თავდასხმა ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობის მიერ იყო დაგეგმილი.

დატოვე კომენტარი