აშშ ისრაელის მხრიდან სწრაფ გამოძიებას ითხოვს თავდასხმაზე, რომლის დროსაც ორგანიზაცია „მსოფლიო ცენტრალური სამზარეულოს“ შვიდი თანამშრომელი დაიღუპა
აშშ ისრაელის მხრიდან სწრაფ გამოძიებას ითხოვს თავდასხმაზე, რომლის დროსაც საქველმოქმედო ორგანიზაცია „მსოფლიო ცენტრალური სამზარეულოს“ შვიდი თანამშრომელი დაიღუპა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ისრაელმა უნდა შეძლოს, უკეთ დაიცვას მშვიდობიანი მოქალაქეები და ჰუმანიტარული ორგანიზაციების თანამშრომლები.
„ჩვენ დაველოდებით გამოძიების შედეგებს. ისრაელელებმა გვითხრეს და საჯაროდ განაცხადეს, რომ აპირებენ ამ გამოძიების სწრაფად ჩატარებას. ჩვენ გვსურს, რომ ეს ყველაფერი რაც შეიძლება მალე დასრულდეს და დავინახოთ, რომ ისინი მიიღებენ რაიმე ზომებს, რათა მომავალში ეს არ განმეორდეს. მათ უნდა გააკეთონ მეტი, რათა დაიცვან ჰუმანიტარული ორგანიზაციების თანამშრომლები და ყველა მშვიდობიანი მოქალაქე. ეს არის ის, რასაც ჩვენ მუდმივად ვეუბნებით მათ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში“, – აღნიშნა მილერმა.
შეგახსენებთ, ღაზის სექტორზე ისრაელის თავდასხმის შედეგად საქველმოქმედო ორგანიზაცია „მსოფლიოს ცენტრალური სამზარეულოს“ შვიდი თანამშრომელი დაიღუპა.