აშშ-ისა და ბრიტანეთის საგამოძიებო უწყებებს მარკ ცუკერბერგის დაკითხვა სურთ
აშშ-ისა და ბრიტანეთის საგამოძიებო უწყებებს მარკ ცუკერბერგის დაკითხვა სურთ

აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის საგამოძიებო უწყებებს მარკ ცუკერბერგის დაკითხვა სურთ. საქმე Facebook-ის მიერ მომხმარებელთა პირადი მონაცემების Cambridge Analytica-სთვის გადაცემას ეხება. როგორც BBC წერს, მონაცემთა ანალიზის კომპანია Cambridge Analytica 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპს ეხმარებოდა.

ბრიტანული გამოცემის ცნობით, Facebook-ის დამფუძნებელი ამ საკითხზე საუბარს თავს არიდებს.

გამოძიება 18 მარტს დაიწყო. Cambridge Analytica ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიის დროს Facebook-ის მონაცემებს არ იყენებდა.

იმის შესახებ, რომ ევროკავშირი Facebook-ის მიმართ წარდგენილ ბრალდებას გამოიძიებს, ევროპარლამენტის ხელმძღვანელმა, ანტონიო ტაიანიმ განაცხადა.

ბრალდების ვერსიით, 2016 წელს ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში Facebook-მა დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის მხარდასაჭერად სოციალური ქსელის 50 მილიონზე მეტი მომხმარებლის პირადი ანგარიში მათი ინფორმირების გარეშე გამოიყენა.