აშშ-ის წარმომადგენლობითმა პალატამ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ მომზადებული ანტიკრიზისული ეკონომიკური დახმარების პაკეტი დაამტკიცა
აშშ-ის წარმომადგენლობითმა პალატამ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ მომზადებული ანტიკრიზისული ეკონომიკური დახმარების პაკეტი დაამტკიცა

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლობითმა პალატამ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ მომზადებული ანტიკრიზისული ეკონომიკური დახმარების პაკეტი დაამტკიცა.

ეკონომიკური დახმარების პაკეტი 1.9 ტრილიონი დოლარის მოცულობისაა. კანონოპროექტის მიხედვით, 400 მილიარდი დოლარი განკუთვნილი იქნება „კოვიდ-19“-ის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლისთვის. 1 ტრილიონი დოლარი პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებით დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად იქნება განკუთვნილი, თანხის დანარჩენი ნაწილი კი, ეკონომიკური ზრდის სტიმულირებას მოხმარდება.

ბაიდენის ადმინისტრაცია თვლის, რომ ახალი ეკონომიკური პაკეტი ახალი სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს. წარმომადგენლობითი პალატის შემდეგ კანონპროექტი სენატში გადაინაცვლებს.

დატოვე კომენტარი