აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის უმცირესობის ლიდერი - დემოკრატები იმუშავებენ რესპუბლიკელებთან საერთო ენის პოვნაზე, დროა, გავერთიანდეთ, როგორც ამერიკელები, რათა საქმეები გავაკეთოთ ხალხისთვის
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის უმცირესობის ლიდერი - დემოკრატები იმუშავებენ რესპუბლიკელებთან საერთო ენის პოვნაზე, დროა, გავერთიანდეთ, როგორც ამერიკელები, რათა საქმეები გავაკეთოთ ხალხისთვის

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის უმცირესობის ლიდერი ჰაკემ ჯეფრისი აცხადებს, რომ ახალ კონგრესში დემოკრატები ორპარტიული გადაწყვეტილებების მისაღებად იმუშავებენ.

ჰაკემ ჯეფრისმა თანაპარტიელებს მოუწოდა, „დაყარონ პარტიული ხმლები და აიღონ ორპარტიული გუთანი“.

„დროა, გავერთიანდეთ არა როგორც დემოკრატები ან რესპუბლიკელები, არამედ როგორც ამერიკელები, რათა საქმეები გავაკეთოთ ხალხისთვის. პალატის დემოკრატები იმუშავებენ რესპუბლიკელებთან საერთო ენის პოვნაზე ნებისმიერ საკითხზე, როდესაც და სადაც ეს შესაძლებელია“, – განაცხადა ჰაკემ ჯეფრისმა.