აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა უკრაინის ფინანსური დახმარების შესახებ ახალი კანონპროექტის მიღება გამორიცხა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა უკრაინის ფინანსური დახმარების შესახებ ახალი კანონპროექტის მიღება გამორიცხა.
ამერიკული კონსერვატორული ტელეარხის, Newsmax-ის კითხვაზე, განიხილავს თუ არა ის უკრაინის დაფინანსების სხვა კანონპროექტს, ჯონსონმა განაცხადა, რომ „ამერიკელებს ახლა ამის მადა აღარ აქვთ“.
„ჩვენ უნდა მივიყვანოთ ომი დასასრულამდე. შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენს ევროპელ მოკავშირეებსაც ესმით ამის საჭიროება. ეს ომი ძალიან დიდხანს გაგრძელდა“, – აღნიშნა ჯონსონმა.