აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი - ყველა ბრძოლა ვერ მოვიგეთ, თუმცა დემოკრატებმა ომში გავიმარჯვეთ
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი - ყველა ბრძოლა ვერ მოვიგეთ, თუმცა დემოკრატებმა ომში გავიმარჯვეთ

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, დემოკრატი ნენსი პელოსი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მისი აზრით, ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისი თეთრ სახლში მოხვდებიან.

სენატში რესპუბლიკელების მიერ უმრავლესობის შენარჩუნების თაობაზე პელოსიმ განაცხადა, რომ დემოკრატებმა ყველა ბრძოლა ვერ მოიგეს, თუმცა ომში გაიმარჯვეს.

„იყავით თავდაჯერებული, გამოიჩინეთ, მოთმინება, ჩვენ ველით მომავალ გამარჯვებებს, რაც აუცილებლად გვექნება“, – განაცხადა პელოსიმ.