მედიის ცნობით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი მაიკ ჯონსონი კონგრესში ბენიამინ ნეთანიაჰუს მიწვევას განიხილავს
მედიის ცნობით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი მაიკ ჯონსონი კონგრესში ბენიამინ ნეთანიაჰუს მიწვევას განიხილავს

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, მაიკ ჯონსონი კონგრესში ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს მიწვევას განიხილავს, რათა ნეთანიაჰუ სიტყვით წარდგეს კონგრესის წინაშე.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

„ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, ვაჩვენოთ ისრაელისადმი ჩვენი სოლიდარობა და მხარდაჭერა განსაცდელის ჟამს. ეს არის ჩვენი პოზიცია და როგორც შეგვეძლება, ყველანაირად ვეცდებით მის გამოხატვას“, – განუცხადა ჯონსონმა ჟურნალისტებს.

წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ მას ხანგრძლივი საუბარი ჰქონდა ნეთანიაჰუსთან, თუმცა კონგრესში მიწვევის საკითხი არ განუხილავს.