აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი მაიკ ჯონსონი აცხადებს, რომ ის გრენლანდიაში აშშ-ის სამხედრო ინტერვენციას არ ვარაუდობს
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი მაიკ ჯონსონი აცხადებს, რომ ის გრენლანდიაში აშშ-ის სამხედრო ინტერვენციას არ ვარაუდობს. „ბიბისისთან“ ინტერვიუში პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ ამ საკითხის მოგვარება დიპლომატიური გზით არის შესაძლებელი.
„მე არ ვვარაუდობ გრენლანდიაში შეჭრას. ეს მცირერიცხოვანი მოსახლეობაა, და ვფიქრობ, დიპლომატიური არხები არის წინ მიმავალი გზა. ჩემი აზრით, პრეზიდენტის მიერ გრენლანდიის საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა ამის აღიარებაა“, – განაცხადა ჯონსონმა.
მისივე თქმით, გრენლანდიას აქვს სტრატეგიული გეოგრაფიული მდგომარეობა და ის მნიშვნელოვანია არამხოლოდ აშშ-ისთვის.
„გრენლანდიას აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა თავისი გეოგრაფიის გამო, მაგრამ არა მხოლოდ აშშ-ისთვის, არამედ ყველა მშვიდობისმოყვარე ერისთვის ნებისმიერ ადგილას. ჩვენ სახიფათო დროს ვცხოვრობთ და საშიშ სამყაროში, და პრეზიდენტის მხრიდან ამის აღიარება არ წარმოადგენს სიახლეს. რეალურად, ეს სათავეს იღებს პრეზიდენტ ტრუმენის პერიოდიდან, რომელიც პირველი საუბრობდა ამ სტრატეგიულ მნიშვნელობაზე. ვნახოთ, რა განვითარება მოჰყვება ამას“, – განაცხადა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა.