აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტი – ევროკომისია კიდევ უფრო აგრესიული იყო 2024 წლის ევროპარლამენტის არჩევნების წინ, სადაც ცვლილებას შეეძლო ჩამოეცილებინა გლობალური ცენზურის კამპანიის არქიტექტორები
ევროკომისია ცენზურის კუთხით კიდევ უფრო აგრესიული იყო 2024 წლის ივნისში გამართული ევროპარლამენტის არჩევნების წინ, – ამის შესახებ აღნიშნულია აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის ანგარიშში სათაურით „უცხოური ცენზურის საფრთხე, ნაწილი II, ევროპის ათწლეულის განმავლობაში მიმდინარე კამპანია გლობალური ინტერნეტის ცენზურის მიმართულებით და როგორ აზიანებს ის ამერიკელების გამოხატვის თავისუფლებას შეერთებულ შტატებში“.
ანგარიშის თანახმად, ევროკომისია ცდილობდა ცენზურა დაეწესებინა კონტენტზე ეროვნული არჩევნების წინ მოლდოვაში, ნიდერლანდებში, საფრანგეთში, ირლანდიასა და რუმინეთში.
„2023-დან 2025 წლამდე ევროკომისია ჩართული იყო პლატფორმებთან და მათზე ზეწოლას ახდენდა, რათა ეროვნული არჩევნების წინ მკაცრად დაეცენზურებინათ კონტენტი მოლდოვაში, ნიდერლანდებში, საფრანგეთში, ირლანდიასა და რუმინეთში. გასაკვირი არ არის, რომ ევროკომისია კიდევ უფრო აგრესიული იყო 2024 წლის ივნისში გამართული ევროპარლამენტის არჩევნების წინ, სადაც ძალაუფლების ცვლილებას შეეძლო თანამდებობებიდან ჩამოეცილებინა ევროკავშირის გლობალური ცენზურის კამპანიის არქიტექტორები“, – აღნიშნულია ანგარიშში.