წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის წევრები - მივესალმებით საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას, გავაგრძელებთ მოწოდებას ყველა მხარისადმი, ჩაერთონ რეფორმის პროცესში
წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის წევრები - მივესალმებით საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას, გავაგრძელებთ მოწოდებას ყველა მხარისადმი, ჩაერთონ რეფორმის პროცესში

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის წევრები საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას ეხმაურებიან. განცხადებას საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეები, კონგრესმენები ადამ კინზინგერი და ჯერი კონოლი ავრცელებენ.

„დღეს ჩვენ ვულოცავთ საქართველოს ხალხს და მივესალმებით საქართველოს პარლამენტის მიერ იმ საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას, რომლებიც საშუალებას იძლევა, რომ მმართველი ორგანო უფრო წარმომადგენლობითი იყოს. ჩვენ ვაფასებთ თბილისში აშშ-ის საელჩოს გადამწყვეტ როლს, განსაკუთრებით ეს ეხება ელჩ დეგნანს. ჩვენ გავაგრძელებთ მოწოდებას ყველა მხარის მიმართ საქართველოში, რომ მათ ერთობლივად იმუშაონ და ჩაერთონ ამ რეფორმის პროცესში, რათა უზრუნველყოფილი იყოს სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნები წელს, შემოდგომაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

დატოვე კომენტარი