აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ვერ მიიღო კანონპროექტი, რომელიც ისრაელის დასახმარებლად 17.6 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ვერ მიიღო კანონპროექტი, რომელიც ისრაელის დასახმარებლად 17.6 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ვერ მიიღო კანონპროექტი, რომელიც ისრაელის დასახმარებლად 17.6 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს. ამის შესახებ „სიენენი“ წერს.

გამოცემის ცნობით, კანონპროექტის წინააღმდეგი როგორც რესპუბლიკელი, ასევე დემოკრატი ლიდერები იყვნენ.

წინააღმდეგობის გამო პალატის სპიკერი მაიკ ჯონსონი იძულებული გახდა, კანონპროექტი გაეტანა კენჭისყრაზე პროცედურის მიხედვით, რომელიც მოითხოვდა პალატის უმრავლესობის 2/3-ის, მათ შორის, მინიმუმ, 72 დემოკრატის მხრიდან დამტკიცებას.

კანონპროექტმა სავალდებულო მხარდაჭერა ვერ მოიპოვა და ჩავარდა.