აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინის დახმარებისა და რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინის დახმარებისა და რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინის დახმარებისა და რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა.

„უკრაინის მხარდაჭერის აქტს“ (Ukraine Support Act) მხარი 226-მა კონგრესმენმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 195 კონგრესმენი.

აღსანიშნავია, რომ კანონპროექტს მხარი, დემოკრატებთან ერთად, 18-მა რესპუბლიკელმაც დაუჭირა.

კანონპროექტი მოიცავს მკაცრ სანქციებს რუსეთის ლიდერებისა და ინსტიტუტების მიმართ, მათ შორის წამყვანი ბანკების, ნავთობისა და სამთო კომპანიების მიმართ. ასევე მოიცავს 500%-იან ტარიფებს აშშ-ში იმპორტირებულ ყველა რუსულ საქონელზე და რუსული ნედლი ნავთობის აშშ-ში იმპორტის აკრძალვას.

კანონპროექტი ითვალისწინებს უკრაინისთვის დამატებით სამხედრო მხარდაჭერას, მათ შორის იარაღის გაყიდვისთვის რვა მილიარდი დოლარის გამოყოფის ნებართვას და ბაიდენის ადმინისტრაციის პერიოდში შექმნილი სამხედრო სესხის გაცემის პროგრამის გაგრძელებას.

როგორც „სიენენი“ წერს, დახურულ კარს მიღმა გამართულ შეხვედრაზე წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა რესპუბლიკელებს მოუწოდა, კანონპოექტისთვის მხარი არ დაეჭირათ. მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს რუსეთთან მოლაპარაკებების სივრცე უნდა მისცენ.

როგორც მედია წერს, კანონპროექტის ძალაში შესვლა ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ამისთვის აუცილებელია, რომ ის ასევე დაამტკიცოს სენატმა, რის შემდეგაც დოკუმენტს პრეზიდენტის ხელმოწერა სჭირდება.