აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც ადასტურებს ისრაელის არსებობის უფლებას
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც ადასტურებს ისრაელის არსებობის უფლებას

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც ადასტურებს ისრაელის არსებობის უფლებას. რეზოლუციას მხარი მხოლოდ ორმა წევრმა არ დაუჭირა. მედიის ცნობით, რეზოლუციაში ნახსენები არ არიან პალესტინელები.

მიჩიგანის წარმომადგენელმა, დემოკრატმა რაშიდა ტლაიბიმ, რომელმაც თავი შეიკავა კენჭისყრაში მონაწილეობისგან აღნიშნა, რომ რეზოლუცია „იგნორირებას უკეთებს პალესტინელი ხალხის არსებობას“ და „არ გვაახლოებს მშვიდობიან თანაცხოვრებასთან“.

რეზოლუციის წინააღმდეგ მისცა ხმა რესპუბლიკელმა დეპუტატმა, ტომას მასიმ. დეპუტატმა გააპროტესტა რეზოლუციაში აღნიშნული წინადადება, რომ „ისრაელის არსებობის უფლების უარყოფა არის ანტისემიტიზმის ფორმა“.