აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ინფრასტრუქტურული პროგრამებისთვის ტრილიონი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს
FILE PHOTO: The exterior of the US Capitol is seen as Senators work to advance the bipartisan infrastructure bill in Washington, U.S., August 8, 2021. REUTERS/Sarah Silbiger/File Photo
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ინფრასტრუქტურული პროგრამებისთვის ტრილიონი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს. შესაბამისი დოკუმენტი პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ხელმოსაწერად გადაეგზავნა.
ინფრასტრუქტურის შესახებ კანონპროექტს წარმომადგენელთა პალატის 228 წევრმა მისცა ხმა, 206 წინააღმდეგი იყო. მხარდამჭერებს შორის 13 რესპუბლიკელი იყო, მოწინააღმდეგეების რიგებში კი – ექვსი დემოკრატი. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ინიციატივის დამტკიცება ბაიდენის დემოკრატებისთვის მნიშვნელოვანი ტრიუმფია.
კანონპროექტი საავტომობილო და სარკინიგზო გზების, ასევე სხვა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განახლებას ითვალისწინებს, რაც ბაიდენის ადმინისტრაციის განცხადებით, შექმნის სამუშაო ადგილებს და აშშ-ის კონკურენტუნარიანობას გაზრდის.