აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 484 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების პაკეტი დაამტკიცა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 484 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების პაკეტი დაამტკიცა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 484 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების პაკეტი დაამტკიცა. დოკუმენტს კონგრესის ქვედა პალატის 388 წევრმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ ხუთმა კონგრესმენმა მისცა ხმა.

პაკეტი მცირე ბიზნესისა და საავადმყოფოების, ასევე შტატების ადგილობრივი მთავრობების მხარდაჭერას ითვალისწინებს.

მანამდე, ორი დღის წინ კანონპროექტი სენატმა დაამტკიცა. კონგრესის მიერ დამტკიცებული დოკუმენტი ახლა ხელმოსაწერად აშშ-ის პრეზიდენტს გადაეგზავნება.

ეს აშშ-ის ხელისუფლების მიერ კორონავირუსის პანდემიის გამო დაზარალებული ეკონომიკის დასახმარებლად გამოყოფილი უკვე მეოთხე პაკეტი იქნება გასული თვის შემდეგ. ოთხივე პაკეტის ჯამური თანხა დაახლოებით სამ ტრილიონ დოლარს შეადგენს.