აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 2022 წლის თავდაცვითი ბიუჯეტი მიიღო, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითვალისწინებს
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 2022 წლის თავდაცვითი ბიუჯეტი მიიღო, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითვალისწინებს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 2022 წლის თავდაცვითი ბიუჯეტი მიიღო, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. კერძოდ, ამერიკულ კომპანიებს რუსული სახელმწიფო ობლიგაციებით ვაჭრობა მეორად ბაზრებზეც აეკრძალებათ.

ბიუჯეტის პროექტს, რომელშიც აღნიშნული შესწორება შევიდა, მხარი დაუჭირა 316-მა კონგრესმენმა, წინააღმდეგი წავიდა 113. მომავალი წლის თავდაცვითი ბიუჯეტის მოცულობა 778 მილიარდი დოლარი იქნება. ბიუჯეტის შესახებ კანონში ასევე შევიდა კიდევ ერთი შესწორება, რომელიც რუსი ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნისა და მისი თანამებრძოლების მიერ კორუფციასა და ადამიანების უფლებების დარღვევაში დადანაშაულებული 35 პირისთვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. ამ ნუსხაში მოხვდნენ რუსი მილიარდერები, რომან აბრამოვიჩი, ალიშერ უსმანოვი და ოლეგ დერიპასკა. ასევე რუსეთის სახელმწიფო კომპანიების ხელმძღვანელები იგორ სეჩინი და ალექსეი მილიერი, მაღალჩინოსნები: სერგეი სობიანინი და დმიტრი პესკოვი, ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელები და ასევე ტელეკომპანია „რაშა თუდეის“ მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი.

დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს ახალი შეზღუდვების დაწესებას რუსულ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის წინააღმდეგ. საბოლოოდ თავდაცვითი ბიუჯეტი მას შემდეგ იქნება მიღებული, რაც დოკუმენტის საკუთარ ვარიანტს აშშ-ის სენატი წარმოადგენს და მას ორივე პალატა დაამტკიცებს. ამის შემდეგ დოკუმენტი ხელმოსაწერად გადაეგზავნება აშშ-ის პრეზიდენტს.