აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მეუღლე უშა ვენსი 27 მარტს გრენლანდიაში ჩავა
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მეუღლე უშა ვენსი 27 მარტს გრენლანდიაში ჩავა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის მეუღლე უშა ვენსი 27 მარტს გრენლანდიაში ჩავა.

თეთრი სახლის მიერ გავრცელებული განცხადებით, ვიცე-პრეზიდენტის მეუღლე, სამ შვილთან ერთად, აშშ-ის დელეგაციის შემადგენლობაში მოინახულებს ისტორიულ ადგილებს, გაეცნობა გრენლანდიის მემკვიდრეობას და დაესწრება ძაღლების რბოლას.

დელეგაცია აშშ-ში 29 მარტს დაბრუნდება.

მედიის ცნობით, დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველი მაიკ უოლცი და ენერგეტიკის მდივანი კრის რაითი, რომლებიც გრენლანდიაში ამერიკულ სამხედრო ბაზას ეწვევიან.

აშშ-ის პრეზიდენტმა არაერთხელ გააკეთა განცხადება გრენლანდიის ანექსიასთან დაკავშირებით.

კუნძული გრენლანდია დანიის სამეფოს ავტონომიური ტერიტორიაა.