აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას ნება დართო, გაuუქმოს ჰუმანიტარული სტატუსი 530 ათასზე მეტ იმიგრანტს კუბიდან, ჰაიტიდან, ნიკარაგუიდან, ვენესუელიდან და გააძევოს ისინი ქვეყნიდან

19:19, 30.05.2025
An American flag flies outside the Supreme Court in Washington, Monday, Sept. 3, 2018, as the Senate prepares for the confirmation hearing this week of President Donald Trump's Supreme Court nominee, Brett Kavanaugh. (AP Photo/J. Scott Applewhite)

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას ნება დართო, გuაუქმოს ჰუმანიტარული სტატუსი 530 ათასზე მეტ იმიგრანტს კუბიდან, ჰაიტიდან, ნიკარაგუიდან და ვენესუელიდან და გააძევოს ისინი ქვეყნიდან.

ამგვარად, უზენაესმა სასამართლომ შეაჩერა ბოსტონის საოლქო სასამართლოს მოსამართლის განაკრგულება იმიგრანტებისთვის სამართლებივი დაცვის სტატუსის ჩამორთმევის გაუქმების შესახებ.

აღნიშნული გადაწყვეტილების წინააღმდეგ უზენაესი სასამართლოს ორი მოსამართლე გამოვიდა.

ჰუმანიტარული სტატუსი იმიგრანტებს შეერთებულ შტატებში ცხოვრებისა და მუშაობის უფლებას ანიჭებს. აღნიშნული პროგრამა ბაიდენის ადმინისტრაციის დროს იყო გამოყენებული მექსიკის საზღვარზე უკანონო იმიგრაციის შეკავების მიზნით.

დონალდ ტრამპმა აღნიშნული ჰუმანიტარული პროგრამების შეწყვეტის განკარგულება ინაუგურაციის დღეს გასცა. ტრამპის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ სტატუსის ჩამორთმევა დააჩქარებს დეპორტაციის პროცესს.

მსგავსი