აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ე.წ. მწვანე ბარათების გაცემის წესის გამკაცრებას მხარი დაუჭირა
აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ე.წ. მწვანე ბარათების გაცემის წესის გამკაცრებას მხარი დაუჭირა

ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ ე.წ. მწვანე ბარათების გაცემის წესის გამკაცრებას მხარი დაუჭირა.

გამოცემა „ვაშინგტონ პოსტის“ ინფორმაციით, ახალი წესი პროცედურების გამკაცრებას ითვალისწინებს იმ ადამიანებთან მიმართებით, რომლებზეც მთავრობა ჩათვლის, რომ დიდი ალბათობით მთავრობის შემწეობებზე იქნებიან დამოკიდებულნი.

გადაწყვეტილებას მხარი ხუთმა მოსამართლემ დაუჭირა, ოთხი კი წინააღმდეგ წავიდა. მანამდე მთავრობის ინიციატივა, რომელიც ძალაში 2019 წლის ოქტომბერში უნდა შესულიყო, ნიუ იორკის სასამართლომ დაბლოკა.

კანონიერი მუდმივი საცხოვრებლის უფლების გაცემისას საიმიგრაციო ოფიცრები ისეთ ფაქტორებს განიხილავენ, როგორიცაა: ასაკი, განათლების დონე და ინგლისური ენის ცოდნა. აშშ-ის ადმინისტრაცია ამტკიცებს, რომ ახალი წესები აუცილებელია იმის უზრუნველსაყოფად, რომ იმიგრანტები თვითკმარები იქნებიან.