აშშ-ის თავდსხმაზე საპასუხოდ ირანმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ბაჰრეინსა და ქუვეითში ამერიკულ ბაზებზე იერიში მიიტანა

12:11, 02.09.2026

აშშ-ის თავდსხმაზე საპასუხოდ ირანმა ამერიკულ ბაზებს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ბაჰრეინში და ქუვეითში შეუტია.

ირანული მედიის თანახმად, დრონებით თავდასხმა „ოპერაცია ჭექა-ქუხილის“ 30-ე ტალღის ფარგლებში განხორციელდა.

ირანის არმიაში აცხადებენ, რომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ალ-დაფრასა და ალ-მინჰადის ბაზებზე თავდასხმა მოხდა რადარის სისტემებზე და აშშ-ის ძალების განლაგების ადგილებზე.

ირანული მედიის თანახმად, ბაჰრეინში, შეიხ ისას საჰაერო ბაზაზე აშშ-ის ძალების რადარის დანადგარები და შეკრების წერტილები გახდა თავდასხმის სამინზე.

„ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ (IRGC) გამოაცხადა, რომ ქუვეითში, ალი ალ-სალემის საჰაერო ბაზაზე აშშ-ის სამხედრო ძალებზე იერიში რაკეტებით და დრონებით მიიტანა.

მსგავსი