აშშ-ის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ დონბასში რუსული არმიის წინსვლას უკრაინული არტილერია აფერხებს
დონბასში რუსული არმიის წინსვლის ძალისხმევას უკრაინული არტილერია აფერხებს. ამის შესახებ „სიენენი“ აშშ-ის თავდაცვის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იტყობინება. ოფიციალური პირის თქმით, ამჟამად ბევრი ბრძოლა მიმდინარეობს იზიუმსა და სლავიანსკს შორის, მაგრამ იქ რუსებს დიდი პროგრესისთვის არ მიუღწევიათ, თუმცა ოკუპანტებს წინსვლა აქვთ პოპასნას დასავლეთით.
აშშ-ის თავდაცვის მაღალჩინოსნის თქმით, აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გადაცემული 89 ერთეული M777 ტიპის ჰაუბიცის აბსოლუტური უმრავლესობა ფრონტზეა განლაგებული.
„გამოხმაურებას, რომელსაც ჩვენ უკრაინის საარტილერიო ძალებისგან ვიღებთ M777-ების სარგებლიანობაზე, ძალიან დადებითია“, – განაცხადა თავდაცვის წარმომადგენელმა.
მისივე თქმით, დაახლოებით 30-მა უკრაინელმა ჯარისკაცმა გაიარა ამ ჰაუბიცების ტექნიკური კურსი და კიდევ 17 გადის ორკვირიან ტექნიკურ კურსს.