აშშ-ის თავდაცვის უწყებამ აღმოსავლეთ სანაპიროზე საესკადრო ნაღმოსნების ოპერატიული ჯგუფი შექმნა

11:11, 28.09.2021

აშშ-ის თავდაცვის უწყებამ აღმოსავლეთ სანაპიროზე საესკადრო ნაღმოსნების ოპერატიული ჯგუფი შექმნა, რომლებიც ატლანტის ოკეანეში რუსული წყალქვეშა ნავების საფრთხის წინააღმდეგ გემების სწრაფ გადაადგილებას უზრუნველყოფს. ოპერატიულმა დანაყოფმა სახელწოდება Greyhound მიიღო.

ამ ჯგუფში შევიდა ორი ყველაზე ბრძოლისუნარიანი საესკადრო ნაღმოსანი „თომას ჰადნერი“ და „დონალდ ქუქი“. იანვრიდან მათ შეუერთდებათ აგრეთვე ნაღმოსანი „სალივანსი“, რომელიც ახლა ბრიტანული ავიამზიდის ჯგუფის ნაწილია.

ხომალდები განლაგდებიან ვირჯინიის შტატის მეიპორტისა და ნორფოლკის სამხედრო-საზღვაო ბაზებზე.

მსგავსი