აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტომ სუს-ს მასობრივი განადგურების იარაღისგან დამცავი აღჭურვილობა გადასცა
აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტომ სუს-ს მასობრივი განადგურების იარაღისგან დამცავი აღჭურვილობა გადასცა

აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მასობრივი განადგურების იარაღისგან დამცავი აღჭურვილობა და მისი შენახვისთვის აუცილებელი ხელსაწყოები გადასცა. ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ტექნიკური აღჭურვილობა საქართველოს მასობრივი განადგურების იარაღების იდენტიფიცირებაში დაეხმარება. აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს განცხადებით, ეს აღჭურვილობა მასობრივი განადგურების თვითნაკეთი იარაღების საწინააღმდეგოდ, ასევე ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული საპასუხო რეაგირების დროს გამოიყენება.

აშშ-ის საელჩოს განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული ტექნიკის ეფექტიანად გამოყენებას სპეციალური ცოდნა სჭირდება, რომელსაც თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტო ქართველ კოლეგებს შესაბამის ტრენინგზე გაუზიარებს.