აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოს თავდაცვის მინისტრს წერილი გამოუგზავნა
აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოვალეობის შემსრულებელმა, პატრიკ შანაჰანმა საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ლევან იზორიას წერილი გამოუგზავნა, რომელშიც აშშ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების საქმეში შეტანილი წვლილია აღნიშნული.
შანაჰანი იმედს გამოთქვამს, რომ ორ ქვეყანას შორის თავდაცვისა და დიპლომატიის სფეროში თანამშრომლობა გაგრძელდება.
„ძვირფასო ბატონო მინისტრო, სასიამოვნო იყო თქვენთან და პრემიერ-მინისტრ ბახტაძესთან შეხვედრა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე. ვაფასებ იმ დიდ სამუშაოს, რომელსაც თქვენ და თქვენი გუნდი ასრულებთ აშშ-ის საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების გასაძლიერებლად და იმ მსხვერპლს, რომელიც ქართველმა სამხედროებმა გაიღეს ჩვენს გვერდით ავღანეთში. კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით შესანიშნავი დისკუსიისთვის. ველოდები თქვენთან დიპლომატიისა და თავდაცვის კუთხით მუშაობის გაგრძელებას“, – ნათქვამია პატრიკ შანაჰანის წერილში.