აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი ავღანეთში ჩავიდა
აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი ავღანეთში ჩავიდა

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი მოულოდნელად ავღანეთში ჩავიდა.

ინფორმციას „ასოშიეტიდ პრესი“ ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ოსტინი ავღანეთში ინდოეთიდან ჩავიდა.

ავღანეთში ვიზიტის დროს პენტაგონის მეთაური ქვეყნის პრეზიდენტს აშრაფ ღანის და მთავრობის სხვა მაღალჩინოსნებს შეხვდება.

არსებული ინფორმაციით, საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ავღანეთიდან ამერიკელი ჯარსიკაცების გაყვანა იქნება.