აშშ-ის თავდაცვის მდივანი აცხადებს, რომ პენტაგონი კიევის კორუფციასთან ბრძოლის ხარისხს შეაფასებს
აშშ-ის თავდაცვის მდივანი აცხადებს, რომ პენტაგონი კიევის კორუფციასთან ბრძოლის ხარისხს შეაფასებს

აშშ-ის თავდაცვის მდივნის, მარკ ესპერის განცხადებით, პენტაგონი კიევის კორუფციასთან ბრძოლის ხარისხს შეაფასებს. როგორც ესპერმა ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, კორუფცია პენტაგონისთვის ძალიან სერიოზულ საკითხს წარმოადგენს.

„კორუფცია პენტაგონისთვის ძალიან სერიოზული საკითხია. ამან გამოიწვია შეშფოთება უწყებათაშორის თანამშრომლობაში. ამან გააჩინა კითხვები კონგრესშიც. როგორც მე მახსოვს, ეს იყო განსაზღვრული კანონში, რომ აუცილებელია ხელშესახები პროგრესის მიღწევა კორუფციასთან ბრძოლაში. ასე რომ, ეს არის ერთი-ერთი იმ საკითხებს შორის, რომელიც ჩემი აზრით, უნდა შევაფასოთ“, – განაცხადა ესპერმა.

მისივე თქმით, კორუფციის თემა მან უკრაინელ კოლეგასთან სატელეფონო საუბრისას განიხილა. ამასთან, ესპერმა არ უპასუხა კითხვას, უკავშირდებოდა თუ არა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეჩერება კორუფციას.

„მე ჩემს უკრაინელ კოლეგასთან საუბარში კორუფციის თემაზე ვისაუბრე და ვუთხარი მას, რომ უკრაინა უნდა ებრძოლოს კორუფციას, რადგან ამერიკელი გადამხდელების ფული სწორად უნდა განვკარგოთ. ასევე მე ვუთხარი მას, რომ აუცილებელია, ნატო-ს მოკავშირეები უფრო მეტად დაეხმარონ უკრაინას, რადგან უკრაინა რუსეთთან წინააღმდეგობაში ფრონტის ხაზზეა. სულ ეს არის. დეტალებში არ შევალ, რადგან ვცდილობ, თავდაცვის დეპარტამენტი პოლიტიკისგან დისტანცირებული იყოს“,- განაცხადა ესპერმა.

მანამდე გავლენიანმა ამერიკულმა გამოცემა „ვაშინგტონ პოსტმა“ გაავრცელა ცნობა, რომ ტრამპის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების დროებით შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, პრეზიდენტი შიშობდა, რომ გამოყოფილი თანხები არამიზნობრივად დაიხარჯება, რისი მიზეზიც უკრაინაში არსებული კორუფციაა.