აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ჩრდილოეთ კორეა რუსეთისთვის იარაღის მიწოდებას აგრძელებს
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ჩრდილოეთ კორეა რუსეთისთვის იარაღის მიწოდებას აგრძელებს

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ რუსეთი და ჩრდილოეთ კორეა ერთმანეთთან დაახლოებას აგრძელებენ. აღნიშნულის შესახებ პენტაგონის წარმომადგენელმა, საბრინა სინგმა განაცხადა.

მისი თქმით, ჩრდილოეთ კორეა რუსეთისთვის იარაღის მიწოდებას აგრძელებს.

ჟურნალისტის კითხვაზე, კონკრეტულად რა სახის იარაღს აწვდიან რუსეთს, თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა უპასუხა, რომ საუბარია სხვადასხვა ტიპის იარაღის მიწოდებაზე.

„ჩვენ ვხედავთ, როგორ ექცევა რუსეთი ისეთ პარტნიორებს, როგორებიც ჩრდილოეთ კორეა და ირანი არიან, რათა მიიღოს მხარდაჭერა უკრაინაში მიმდინარე ომში. თქვენ იცით, ჩვენ ვიქნებით უკრაინის გვერდით, რამდენი ხანიც არ უნდა დასჭირდეს ამას“, – აღნიშნა სინგმა.