აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ერაყში ჩავიდა
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ერაყში ჩავიდა

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ერაყში ჩავიდა. ამის შესახებ „ალ-ჯაზირა“ იუწყება. ახლო აღმოსავლეთის ქვეყანაში ვიზიტის დროს, მარკ ესპერი სირიიდან ამერიკელი სამხედროების გაყვანის და ერაყში გადანაცვლების საკითხს განიხილავს.

ბაღდადში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი შეხვდება ერაყელ კოლეგას, ასევე ქვეყნის პრემიერ-მინისტრს.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ათასი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე, რომლებიც სირიის ტერიტორიას დატოვებენ, ერაყის დასავლეთ ნაწილში გადაინაცვლებენ. ამის შესახებ განცხადება თავად პენტაგონმა გააკეთა. უცნობია, რამდენი ხანი გაჩერდებიან ისინი ერაყის ტერიტორიაზე. სამხედრო მოსამსახურეების ერაყში გადაყვანის მიზანი ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელებაა.

დატოვე კომენტარი