აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, იორდანიაში, ამერიკულ ბაზაზე თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, იორდანიაში, აშშ-ის სამხედრო ბაზაზე თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა. ამის შესახებ პენტაგონის პრესმდივნის მოადგილემ, საბრინა სინგმა განაცხადა.
„ჩვენ ველოდებით, რომ ეს რიცხვი კიდევ გაიზრდება, რადგან ჩვენი სამხედროები ტვინის ტრავმული დაზიანებებით მოგვიანებით გვაცნობებენ სიმპტომების შესახებ, ამიტომ, შესაძლოა, დაშავებულთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდის“, – განაცხადა სინგმა.
პენტაგონის პრესმდივნის თქმით, თავდასხმის უკან ირანი დგას.
„ჩვენ ვიცით, რომ ამის უკან ირანი დგას. ირანი აგრძელებს ამ ჯგუფების შეიარაღებას და აღჭურვას ამ თავდასხმების დასაწყებად. მე არ მაქვს რამე გასაზიარებელი სადაზვერვო შეფასების თვალსაზრისით, ხელმძღვანელობდნენ თუ არა ირანის ლიდერები ამ თავდასხმას, მაგრამ რაც შემიძლია, გითხრათ, არის ის, რომ ჩვენ ვიცით, ამ ჯგუფებს მხარს უჭერს ირანი“, – განაცხადა სინგმა.
ირანი უარყოფს რაიმე ჩარევას. თეირანში აცხადებენ, რომ არ ყოფილან ჩართული თავდასხმაში.