აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ცნობით, ლოიდ ოსტინმა და იოავ გალანტმა ისრაელზე ირანის თავდასხმის შედეგები განიხილეს
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ცნობით, ლოიდ ოსტინმა და იოავ გალანტმა ისრაელზე ირანის თავდასხმის შედეგები განიხილეს

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ისრაელელ კოლეგას, იოავ გალანტს ესაუბრა.

ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს.

როგორც განცხადებაში აღნიშნულია, მხარეებმა ისრაელზე ირანის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგები განიხილეს.

„მდივანმა გაიმეორა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა ისრაელის თავდაცვის მიმართ და კიდევ ერთხელ დაადასტურა რეგიონული სტაბილურობის სტრატეგიული მიზანი“, – აღნიშნულია აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.