აშშ-ის ტარიფების საპასუხოდ, კანადა ამერიკულ საქონელზე 25%-იან ტარიფებს აწესებს
აშშ-ის ტარიფების საპასუხოდ, კანადა ამერიკულ საქონელზე 25%-იან ტარიფებს აწესებს. აღნიშნულის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრიუდომ გამოაცხადა.
კერძოდ, კანადის ტარიფები 30 მილიარდი კანადური დოლარის ღირებულების ამერიკულ საქონელზე 4 მარტიდან ამოქმედდება, 21 დღეში კი ძალაში შევა ტარიფები 125 მილიარდი კანადური ღირებულების საქონელზე.
„ჩვენი ტარიფები ძალაში დარჩება, ვიდრე აშშ გააუქმებს სავაჭრო ზომებს ან მათი ტარიფები თუ არ გაუქმდება, ჩვენ პროვინციებსა და ტერიტორიებთან ვაწარმოებთ აქტიურ მოლაპარაკებებს რამდენიმე არასატარიფო ზომასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ჯასტინ ტრიუდომ.
აშშ-ს საპასუხო ტარიფებს უწესებს ჩინეთიც. მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კანადისა და მექსიკის მიმართ დაწესებული 25-პროცენტიანი ტარიფები 4 მარტს შევა ძალაში. ასევე აშშ-მა დამატებითი ტარიფები დააწესა ჩინურ საქონელზე.