აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის მრჩეველთა საბჭომ Pfizer-ისა და BioNTech-ის ვაქცინის გადაუდებელ გამოყენებას მხარი დაუჭირა
FILE PHOTO: A woman holds a small bottle labeled with a "Coronavirus COVID-19 Vaccine" sticker and a medical syringe in front of displayed Pfizer logo in this illustration taken, October 30, 2020. REUTERS/Dado Ruvic
აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) მრჩეველთა საბჭომ მხარი დაუჭირა Pfizer-ისა და BioNTech-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გადაუდებელ გამოყენებას.
„როიტერი“ წერს, რომ ამ გადაწყვეტილებით საბჭომ FDA-ს მისცა შესაძლებლობა, ავტორიზებული გაეხადა ვაქცინაცია აშშ-სთვის, სადაც ვირუსმა 285 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
კომიტეტმა გადაწყვეტილება 17 ხმით 4-ის წინააღმდეგ მიიღო. კომიტეტის ერთმა წევრმა კი თავი შეიკავა.