აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ „ფაიზერს“ 16 წელს ზემოთ ასაკის პირებისთვის სრული ავტორიზაცია მიანიჭა
აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ „ფაიზერს“ 16 წელს ზემოთ ასაკის პირებისთვის სრული ავტორიზაცია მიანიჭა

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ „კოვიდ-19“-ის „ფაიზერ-ბიონტექის“ ვაქცინას 16 წელს ზემოთ ასაკის პირებისთვის სრული ავტორიზაცია მიანიჭა.

როგორც ტელეკომპანია „სიენენი“ იტყობინება, ეს არის პირველი ვაქცინა, რომელმაც აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების სააგენტოსგან სრული ავტორიზაცია მოიპოვა.

კორონავირუსის საწინააღმდეგო „ფაიზერ-ბიონტექსის“ ვაქცინა აშშ-ში 16 წელს გადაცილებულებში საგანგებო მოხმარებისთვის დეკემბრის შუა რიცხვებში დაამტკიცეს. მოგვიანებით კი, მაისში საგანგებო მოხმარებისთვის ავტორიზაცია გაფართოვდა 12 წელს ზემოთ ასაკის პირებისთვისაც.

სიენენის“ მონაცემებით, აშშ-ში სრულად ვაქცინირებულ 170 მილიონ ადამიანს შორის, „ფაიზერის“ ვაქცინით აცრილია 92 მილიონზე მეტი პირი.