აშშ-ის, სულ მცირე, 10 ქალაქში საიმიგრაციო სამსახურის რეიდების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გაიმართა
აშშ-ის, სულ მცირე, 10 ქალაქში საიმიგრაციო სამსახურის რეიდების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, დემონსტრანტები გამოვიდნენ ლოს ანჯელესში, ნიუ იორკში, ატლანტაში, ჩიკაგოში, ფილადელფიაში, დალასში, ოსტინსა და სან ფრანცისკოში.
როგორც „ბიბისი“ წერს, ნიუ იორკში გამართული საპროტესტო აქცია ძირითადად მშვიდობიანი იყო, თუმცა ბევრი ადამიანი დააკავეს. ამასთან, ეროვნული გვარდია განლაგდა ტეხასის შტატში.