აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი - თალიბებთან მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი პროგრესია
აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი - თალიბებთან მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი პროგრესია

აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი ავღანეთში ზალმაი ხალილზადე აცხადებს, რომ მოძრაობა „თალიბანის“ წევრებთან მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი პროგრესია. მისივე თქმით, თალიბებთან სამშვიდობო ზავის გაფორმებასა და ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე დიალოგში წინსვლა არსებობს.
თუმცა, როგორც „თალიბანის“ წარმომადგენელი აცხადებს, სამშვიდობო პროცესში წინსვლა, ავღანეთიდან საერთაშორისო ძალების გაყვანაზეა დამოკიდებული.

ამასთან, „ფრანს პრესთან“ ინტერვიუში თალიბების ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს, რომ ექვსდღიანი მოლაპარაკებების შემდეგ პროგრესი მიღწეულია და ახლა შეთანხმების სადავო პუნქტებზე დისკუსია გრძელდება.

შეგახსენებთ, რომ „თალიბანის“ წარმომადგენლებთან დიალოგის მეხუთე რაუნდი 21 იანვარს დაიწყო.
2018 წლის ზაფხულამდე აშშ-ში თალიბებთან დიალოგზე უარს ამბობდნენ და მოუწოდებდნენ „თალიბანს“, ავღანეთის ხელისუფლებასთან ეწარმოებინა დიალოგი, რასაც თალიბები უარყოფდნენ.

როგორც „ფრანს პრესმა“ გაარკვია, 2018 წლის ზაფხულიდან ავღანეთში დაბადებული ამერიკელი დიპლომატი ხალილზადე უკვე რამდენჯერმე შეხვდა „თალიბანის“ წევრებს, თუმცა ვაშინგტონში ამ ინფორმაციას არ ასაჯაროებენ.

როგორც აშშ-ის სახელმწიფო მიდვანმა მაიკ პომპეომ Twitter-ში დაწერა, „აშშ სერიოზულად არის განწყობილი და სურს, რომ ავღანეთში მშვიდობამ დაისადგუროს და ავღანეთი საერთაშორისო ტერორიზმის მოედანი აღარ იყოს“.