აშშ-ის შვიდ შტატში ამინდის გაუარესების გამო საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული
აშშ-ის შვიდ შტატში ამინდის გაუარესების გამო საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული

აშშ-ში დიდთოვლობას და ყინვას ებრძვიან. ამინდის გაუარესების გამო შვიდ შტატში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ვაშინგტონში დახურულია სკოლები, ოფისები. ასევე, დიდთოვლობის გამო სამი ადამიანია დაღუპული ავტოავარიაში, ორი – კანზასში, ხოლო ერთი – მისურიში.

ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, რომ თავი შეიკავონ გარეთ გასვლისგან.

ამერიკის მასშტაბით, მათ შორის, ვაშინგტონშიც, 1700-მდე ფრენაა გაუქმებული.

წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა განაცხადა, რომ უამინდობა ვაშინგტონში ხელს არ შეუშლის კონგრესის შეკრებას, რათა ოფიციალურად დაადასტუროს რესპუბლიკელი დონალდ ტრამპის არჩევა პრეზიდენტად.