აშშ-ის შრომის ბიუროს მონაცემებით, ქვეყანაში უმუშევრობის დონე შემცირდა
აშშ-ის შრომის ბიუროს მონაცემებით, ქვეყანაში უმუშევრობის დონე შემცირდა

აშშ-ში, მაისის თვეში 2,5 მილიონი ადამიანი დასაქმდა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის შრომის ბიურო ავრცელებს.

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, უმუშევრობის დონე 14%-დან 13,3%-მდე შემცირდა.

როგორც „ბიბისი“ წერს, ბევრი ანალიტიკოსი შიშობდა, რომ უმუშევრობის დონე აშშ-ში 20%-მდე გაიზრდებოდა, თუმცა კორონავირუსის შეზღუდვების გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებამ, როგორც ჩანს, შედეგი გამოიღო.

ახალ სტატისტიკურ მონაცემებს უკვე გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი.

დონალდ ტრამპის თქმით, „ეს შესანიშნავი და საოცარი ციფრებია“.