აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ქვეყანაში კოვიდშეზღუდვების ხელახლა დაწესება ტერორისტებმა შესაძლოა, თავდასხმების მოტივად გამოიყენონ
აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესების გამო ქვეყანაში ტერაქტების განხორციელებას არ გამორიცხავს. შესაბამის განცხადება შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ვებგვერდზე გავრცელდა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ-ში კოვიდშეზღუდვების ხელახლა დაწესება ტერორისტებმა შესაძლოა, თავდასხმების მოტივად გამოიყენონ.
განცხადებაში ხაზგასმულია, რომ პანდემიასთან დაკავშირებულმა სტერესმა შესაძლოა, წელს მეტ ძალადობას შეუწყოს ხელი.
ამასთან, შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტი აფრთხილებს მოსახლეობას, რომ ნიუ იორკსა და ვაშინგტონში 11 სექტემბრის ტერაქტების მეოცე წლისთავთან დაკავშირებით არსებობს „მიზანმიმართული ძალადობის“ საფრთხე.