აშშ-ის შეიარაღებული ძალების განცხადებით, ჰორმუზის სრუტის ბლოკადისას მათ მიმართულება 51 კომერციულ გემს შეუცვალეს, ორი გემი მწყობრიდან გამოიყვანეს და ორი გემზე ავიდნენ მოთხოვნების შესრულების შესამოწმებლად
აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) განცხადებით, ჰორმუზის სრუტის ბლოკადის დროს მათ მიმართულება სულ 51 კომერციულ გემს შეუცვალეს.
მათივე ცნობით, შეერთებული შტატების მართვადი რაკეტებით აღჭურვილი გამანადგურებელი ახლო აღმოსავლეთში იმყოფება და ირანის პორტებისა და სანაპირო რაიონების წინააღმდეგ აშშ-ის ბლოკადის მხარდაჭერაში იღებს მონაწილოებას.
„7 აგვისტოს მდგომარეობით, CENTCOM-ის ძალებმა 51 კომერციული გემი გადაამისამართეს, ორი გემი მწყობრიდან გამოიყვანეს და ორ გემზე ავიდნენ, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ ისინი დადგენილ მოთხოვნებს ასრულებდნენ“, – ნათქვამია განცხადებაში.