აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, ამერიკელმა სამხედროებმა ირანის ტერიტორიაზე მორიგი დარტყმები დაიწყეს

15:27, 15.07.2026

ამერიკელმა სამხედროებმა ირანის ისლამური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მორიგი დარტყმების განხორციელება დაიწყეს. ამის შესახებ აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა.

„დღეს, აღმოსავლეთის დროით 06:00 საათზე აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ძალებმა ირანის წინააღმდეგ დარტყმების სერია დაიწყეს. მათი მიზანია, კიდევ უფრო შეასუსტონ ირანის ძალების სამხედრო შესაძლებლობები, რომლებიც გამოიყენებოდა ომანის სრუტეში სავაჭრო გემებზე თავდასხმებისთვის“, – ნათქვამია CENTCOM-ის განცხადებაში.

ცნობისთვის, მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი მოლაპარაკებების მაგიდასთან თუ არ დაბრუნდება, შეერთებული შტატები ქვეყნის ხიდებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმებს განახორციელებს.

მსგავსი