აშშ-ის შეიარაღებული ძალებიდან იმ სამხედროებს გაუშვებენ, რომლებიც „კოვიდ-19“-ის ვაქცინაზე უარს ამბობენ
აშშ-ის შეიარაღებული ძალებიდან იმ სამხედროებს გაუშვებენ, რომლებიც „კოვიდ-19“-ის ვაქცინაზე უარს ამბობენ

აშშ-ის შეიარაღებული ძალებიდან იმ სამხედრო მოსამსახურეებს გაუშვებენ, რომლებიც „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებაზე უარს ამბობენ. ასეთი კი 3 350 ჯარისკაცია.

როგორც შეიარაღებულ ძალებში განმარტავენ, 26 იანვრის მონაცემებით, ვაქცინირებულია სამხედროების 96%.

ძალოვან სტრუქტურაში აცხადებენ, რომ არავაქცინირებული სამხედროები რისკს წარმოადგენენ შეიარაღებული ძალებისთვის და მათ საბრძოლო მზადყოფნას საფრთხის ქვეშ აყენებენ.

ამასთან, დათხოვნილი სამხედროები ვერ მიიღებენ შემწეობას და შესაძლოა, მოუწიოთ უკან დააბრუნონ ნებისმიერი სახის წამახალისებელი ანაზღაურება.

რაც შეეხება სხვადასხვა გარემოებას, რის საფუძველზეც სამხედროების გარკვეული ნაწილი დროებით გათავისუფლებულია ვაქცინაციისგან, მათ საქმეს ინდივიდუალურად შეისწავლიან.