აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ სირიაში ავიადარტყმის შედეგად მოკლულია „ისლამური სახელმწიფოს“ ორი მებრძოლი
აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ სირიაში ავიადარტყმის შედეგად მოკლულია „ისლამური სახელმწიფოს“ ორი მებრძოლი

აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ სირიაში ავიადარტყმა განახორციელეს, რის შედეგადაც მოკლულია „ისლამური სახელმწიფოს“ ორი მებრძოლი, ერთი კი დაჭრილია. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ცენტრალური სარდლობის ცნობით, საჰაერო იერიშის მიტანისას „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებს სატვირთო მანქანით იარაღი გადაჰქონდათ დეირ-ეზ-ზორის პროვინციაში.

პროვინციას მანამდე სირიის მთავრობა რუსეთის ძალების მხარდაჭერით აკონტროლებდა.