აშშ-ის სენატმა ყოფილი გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებელი მეთიუ უიტაკერი ნატო-ში აშშ-ის ელჩად დაამტკიცა
აშშ-ის სენატმა ყოფილი გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებელი მეთიუ უიტაკერი ნატო-ში აშშ-ის ელჩად დაამტკიცა

აშშ-ის სენატმა ყოფილი გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებელი მეთიუ უიტაკერი ნატო-ში აშშ-ის ელჩად დაამტკიცა. უიტაკერის კანდიდატურას კონგრესის ზედა პალატაში 52-მა სენატორმა დაუჭირა მხარი, 45 კი წინააღმდეგი იყო.

„პოლიტიკო“ წერს, რომ მეთიუ უიტაკერის შერჩევა მოულოდნელი აღმოჩნდა აშშ-ის მოკავშირეებისთვის, რადგან ის უცნობი იყო ეროვნული უსაფრთხოების ასპარეზზე და არ გააჩნდა მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკური გამოცდილება.

მოსალოდნელია, რომ უიტაკერი უხელმძღვანელებს ტრამპის კამპანიას ნატო-ს წევრებზე ზეწოლის მიმართულებით, რათა გაზარდონ სამხედრო ხარჯები.

უიტაკერმა თქვა, რომ ადმინისტრაციის ერთგულება ნატო-ს ალიანსისადმი ურყევია.