აშშ-ის სენატმა ტოდ ბლანში გენერალური პროკურორის თანამდებობაზე დაამტკიცა
აშშ-ის სენატმა ტოდ ბლანში გენერალური პროკურორის თანამდებობაზე დაამტკიცა.
როგორც „ბიბისი“ წერს, მის კანდიდატურას მხარი 50-მა სენატორმა დაუჭირა, 49 კი წინააღმდეგ წავიდა.
ბლანში გენერალური პროკურორის მოვალეობას 2026 წლის აპრილიდან ასრულებდა, მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა პემ ბონდი თანამდებობიდან გაათავისუფლა.
მედიის ცნობით, რესპუბლიკელი სენატორები შეშფოთებას გამოთქვამდნენ ბლანშის მიერ ჯეფრი ეპშტეინის დოკუმენტების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით. ასევე, მის როლზე ტრამპის 1.8 მილიარდი დოლარის „იარაღის საწინააღმდეგო“ ფონდის და ტრამპისა და მისი ვაჟებისთვის საგადასახადო იმუნიტეტის შესახებ შეთანხმების შექმნაში.
„ბიბსის“ ცნობით, ბლანში ადრე პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პირადი ადვოკატი იყო.
ცნობისთვის, 2 აპრილს დონალდ ტრამპმა პემ ბონდი ქვეყნის გენერალური პროკურორის თანამდებობიდან გაათავისუფლა. როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა, ბონდი „კერძო სექტორში ძალიან საჭირო და მნიშვნელოვან ახალ თანამდებობაზე გადავიდოდა“.