აშშ-ის სენატმა სომეხთა გენოციდის აღიარების რეზოლუცია მიიღო
აშშ-ის სენატმა სომეხთა გენოციდის აღიარების რეზოლუცია მიიღო

ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა რეზოლუცია მიიღო, რომელიც ოსმალეთის იმპერიის მიერ 1915 წელს ეთნიკურად სომეხი მოქალაქეების მასობრივ ხოცვას გენოციდად აღიარებს.

აღნიშნული რეზოლუცია ოქტომბერში წარმომადგენელთა პალატამ 405 ხმით 11-ის წინააღმდეგ დაამტკიცა, თუმცა დოკუმენტი სენატში რამდენჯერმე დაბლოკეს რესპუბლიკელმა სენატორებმა.